|
2015-05-24 12:59:09, 978 ნახვა
სამხედრო
ფრედერიკ ბენ ჰოჯესი: მეამაყება ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობა
„მეამაყება საქართველოსა და ამერიკის შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობა“, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ევროატლანტიკური თანამშრომლობა და პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდა. „მეამაყება საქართველოსა და ამერიკის შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობა და ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობა. ევროატლანტიკური თანამშრომლობა და პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე აქამდე. საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნის, მისი ევროპასთან კავშირი კიდევ უფრო მტკიცეა. სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ჩვენთვის ძალიან ღირებულია. პირველად მოვახდინეთ სწავლებაში მონაწილე ჩვენი სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შავი ზღვის გავლით. ამ სწავლებიდან ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ტრენინგი მომავალ წელსაც ჩატარდება და წელს მიღებული გამოცდილებაც გამოგვადგება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო თავისუფალი არჩევანის მნიშვნელობა ყველა ერისთვის. ეს ერთობლივი სწავლებაც სწორედ ამ თავისუფლების გამოხატულებაა“, – აღნიშნა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა. ცნობისთვის, ფრედერიკ ბენ ჰოჯესი საქართველოში საქართველოში ქართულ-ამერიკული სწავლების - „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში იმყოფება.
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)