|
2015-05-20 15:33:14, 1554 ნახვა
სხვადასხვა
მცხეთაში მრიცხველის მქონე აბონენტებს წყლის საფასური გაუძვირდათ
მცხეთაში გამრიცხველიანებულ აბონენტებს წყლის საფასური გაუძვირდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე მიიღეს. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, შპს "მცხეთის წყლის" აბონენტებს, რომლებიც მრიცხველით სარგებლობენ, წყლის საფასური 1 კუბურ მეტრზე 0,10 ლარიდან 0,204 ლარამდე გაეზარდათ. რაც შეეხება გაუმრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მათთვის წყლის ტარიფი არ შეცვლილა და დარჩა 2.40 ლარი, ერთ სულზე თვეში. ასევე, წყლის ტარიფი უცვლელი დარჩა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის – 4.40 ლარი 1 კუბურ მეტრ წყალზე. აღნიშნული ტარიფები ძალაშია 2016 წლის 31 დეკემმბრის ჩათვლით. როგორც სემეკში აცხადებენ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შპს "მცხეთის წყალს" წყლის ტარიფი სემეკ-მა დაუდგინა, აქამდე ტარიფს კომპანიას მცხეთის მუნიციპალიტეტი უდგენდა. შეგახსენებთ, თბილისში წყლის ტარიფის გაზრდას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიც" ითხოვდა, თუმცა სემეკ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისში წყლის ტარიფი არ შეიცვლება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 18 მაისს გამართულ სხდომაზე მიიღო.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)