|
2015-05-14 16:00:47, 1394 ნახვა
სხვადასხვა
გიორგი მარგველაშვილმა ქობულეთში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავში, ქობულეთში ხანძრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული სამი ბავშვის, რეზო დემეტრაშვილის, თორნიკე ხვიჩიას და დათო ზაქარაიძის ხსოვნას პატივი მიაგო. სამოქალაქო პანაშვიდზე, ქვეყნის პირველმა პირმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. „შეუძლებელია დღეს ანუგეშო ამ საშინელი ტრაგედიის ჭირისუფალნი, შეიძლება გაიზიარო მათი უზარმაზარი ტკივილი. მე მათ მთელი ქართველი საზოგადოების სახელით ვუსამძიმრებ. ეს დიდი დანაკლისია, რომელსაც ვერაფერი გადაფარავს. ჩვენ ყველა თანამოზიარე ვართ ამ დიდი ტრაგედიის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი სამოქალაქო პანაშვიდს ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან, მრჩეველებთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად დაესწრო.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)