|
2015-01-16 13:28:01, 1348 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იმყოფება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იმყოფება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა დავით ტონოიანი, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ენრიკო აპრიამოვი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროში მიიღო. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება რეგიონის უსაფრთხოების საკითხზეც გაამახვილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ 2015 წელს მეზობელ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება განათლება იქნება. დღესვე, მეზობელი ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი. მოგვიანებით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრებიან. ეროვნულ აკადემიაში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ტონოიანი იუნკერებს წაუკითხავს ლექციას თემაზე - „რეგიონული უსაფრთხოება სომხეთის გადასახედიდან“.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)