|
2015-03-31 16:22:55, 1261 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი სამხედროების საზოგადოებაში ინტეგრირების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი ქართველი სამხედროების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირების მხარდაჭერას განაგრძობს. თავდაცვის სამინისტროს სპორტულ დარბაზში, დღეს, საომარი მოქმედებების დროს და სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში დაჭრილ 13 სამხედრო მოსამსახურეს სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრებები ჩაუტარდათ. როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, შეჯიბრების მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სპორტულ ღონისძიებებში აქტიური ჩართვაა. ცნობისთვის, დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაციას თავდაცვის სამინისტროში სპეციალურად შექმნილი „ინტერდისციპლინარული ამპუტირებულთა/დაჭრილთა რეაბილიტაციის“ (IDART) გუნდი უზრუნველყოფს. ჯგუფის წევრებს გავლილი აქვთ ტრეინინგი როგორც საზღვარგარეთ (აშშ), ასევე საქართველოში ამერიკელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით. ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ, მოხდება დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გადაფასება და საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად კურსის გაგრძელება. ასევე შეფასდება მათი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ფუნქციური მდგომარეობა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)