|
2015-03-31 15:59:23, 1876 ნახვა
სხვადასხვა
TBC STATUS „შავი ზღვის ჯაზფესტივალის“ არტპოსტერის შესაქმნელად კონკურსს აცხადებს
თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC STATUS „შავი ზღვის ჯაზფესტივალის“ არტპოსტერის შესაქმნელად კონკურსს აცხადებს. როგორც თიბისი ბანკში აცხადებენ, კონკურსის მიზანია გამოავლინოს ორიგინალური ნამუშევარი, რომელიც 2015 წლის ზაფხულის ფესტივალის მთავარი ატრიბუტი იქნება. „შავი ზღვის ჯაზფესტივალის“ არტპოსტერის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში ორი გამარჯვებული გამოვლინდება. ორგანიზატორების რჩეული დაჯილდოვდება ფულადი პრემიით 2000 ლარის ოდენობით და შავი ზღვის ჯაზფესტივალის ყველა კონცერტზე დასასწრები 2 VIP ბილეთით. კონკურსის ფარგლებში ასევე გამოვლინდება სოციალური ქსელის მომხმარებლის ფავორიტი, რომელიც ყველაზე მეტ მოწონებას (Like - ებს) დაიმსახურებს. გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრემიით 1000 ლარის ოდენობით და შავი ზღვის ჯაზფესტივალის ყველა კონცერტზე დასასწრები 2 ბილეთით. ცნობისთვის, 23–26 ივლისს ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე რიგით მე–9 შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიმართება, რომელშიც, ტრადიციულად, მონაწილეობას მსოფლიო ვარკვლავები მიიღებენ : George Clinton Parliament Funkadelic, Liv Warfield feauturing the NGP Hornz, Lisa Stansfield, Snoop Dogg.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)