|
2015-03-23 15:51:19, 1411 ნახვა
სამხედრო
საქართველოში სამუშაო ვიზიტით DEEP-ის წარმომადგენლები იმყოფებიან
საქართველოში ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის წარმომადგენლები იმყოფებიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რობერტ ანტისის ხელმძღვანელობით, DEEP-ის სამუშაო ჯგუფმა ვიზიტი წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალთან, პოლკოვნიკ ლევან ბერიასთან შეხვედრით დაიწყო. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განათლების სარდალმა უცხოელ სტუმრებს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. DEEP-ის სამუშაო ჯგუფის წევრებმა ქართველ კოლეგებს სერჟანტთა მომზადების სისტემაში სწავლების დაგეგმვასა და გაანალიზებაში მხარდაჭერა სამომავლოდაც აღუთქვეს. DEEP-ის სამუშაო ჯგუფის ვიზიტის მიზანი, სამხედრო განათლების გაუმჯობესების მხარდაჭერა, სერჟანტთა მომზადების ცენტრში ნატოს მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამების ოთხსაფეხურიან განათლების სისტემაზე გადაწყობის პროცესის შეფასებაა. სტუმრები ქართული მხარისთვის გაწეული სამსახურის წლიურ შემაჯამებელ ანგარიშსაც წარადგენენ. ისინი სერჟანტთა მომზადების ცენტრში განხორციელებულ სამუშაოებს შეაფასებენ და ქართველ კოლეგებს ტრანსფორმაციის პროცესში გამოვლენილი პრობლემების დაძლევის შესახებ რეკომენდაციას გაუწევენ. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან და თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან გოჩა რატიანთან. ვიზიტის ფარგლებში, ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის წარმომადგენლები სერჟანტთა მომზადების ცენტრში საშტაბო სწავლებას დაესწრებიან.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)