07:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-01 18:29:52, 1710 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე

ფედერალისტები მწერალ ბექა ლოხიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურებიან. პარტიის განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, ნორმად აქციოს ვითარება, სადაც გამოხატვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა კრიმინალად ითვლება. 

"ივანიშვილის რეჟიმმა ფეისბუქპოსტის გამო მწერალ ბექა ლოხიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ივანიშვილი ცდილობს ქართველებს წაგვართვას ბუნებითი უფლებები და ჩაკლას თავისუფლება, რომელსაც საქართველოს ჰიმნით განვადიდებთ.

თავისუფალი საზოგადოება და სახელმწიფო ემყარება რწმენას, რომ თითოეულ ინდივიდს აქვს ხელშეუვალი უფლებები, რომლის ხელყოფის უფლებაც არცერთ ხელისუფალს არ აქვს.

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს სრული კონსტიტუციური უფლება, თავისუფლად გამოხატოს ნებისმიერი მოსაზრება ისე, რომ შურისძიებისა და დევნის არ ეშინოდეს.

თანაც, ამ გზით თავის კორუმპირებულ ხელქვეითებს იცავს, რათა ხალხის ძარცვისა და დევნის პასუხად, მოქალაქეს მათი კრიტიკის უფლებაც არ ჰქონდეს.

ყველა, ვისაც გვჯერა, რომ ეს ქვეყანა არა ივანიშვილს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს გვეკუთვნის, ვიკრიბებით 26 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

მხოლოდ მტკიცე და საყოველთაო პროტესტით დავამარცხებთ ერის მოღალატე რეჟიმს და ქვეყნის ბედს საქართველოს მოქალაქეების ხელში დავაბრუნებთ. დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!" - წერს პარტია. 

ცნობისთვის, დღეს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მწერალ ბექა ლოხიშვილს ფეისბუქპოსტისთვის 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ლოხიშვილი 23 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში აკრიტიკებდა პოლიციელების ქცევას მოტოციკლეტებთან დაკავშირებით, ხოლო ქართულ ოცნებაზე წერდა, რომ არის "არათუ პოლიტიკური პარტია, არამედ ტერორისტული ორგანიზაცია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics