07:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-30 14:56:36, 1141 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი

მომხმარებლისთვის, რომელიც ყოველდღიურად ასხამს საწვავს, ის ფასი, რომელიც თქვენ გაქვთ, არ აქვს მნიშვნელობა, რომ არ არის ევროპულ ქვეყნებზე მეტი - მაინც ტვირთია. -  - ასე მიმართა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ნინო წილოსანმა, ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ნავთობკომპანიების წარმომადგენელს.

 „მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელობაში საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საწვავის და აქციზის ფასი ბევრად ნაკლებია, ამას მნიშვნელობა არ აქვს ქართველი მომხმარებლებისთვის, რომლებისთვისაც საწვავის გაძვირება იქცა ტვირთად, შესაბამისად, საჭიროა მოძიებულ იქნას რესურსი ფასების კიდევ უფრო გაიაფებისთვის.

ეს სხდომა, რომელიც საწვავს უკავშირდება ალბათ ჩემი მხრიდან, ყოველ შემთხვევაში ნაკლები კითხვები იქნება, იმიტომ რომ თუ ყველა სხვა წინა სხდომაზე ჩვენ რაღაც გარკვეულ არგუმენტად გვქონდა რომ ევროპის ქვეყნებში ფასები შედარებით დაბალი იყო რიგ პროდუქტებზე და ამ ლოგიკით მივდიოდით, ამ შემთხვევაშია ახლაც ითქვა, რომ ევროპის ქვეყნებში გაცილებით დიდია საწვავის ფასი ვიდრე ჩვენთან, მათ შორის აქციზის ფასი იქნება ეს, თუ გადასახადი ესეც საკმაოდ შეღავათიანია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ახლა ჩვენ გვიყურებს მომხმარებელი, რომელიც ყოველდღიურად ასხამს საწვავს და რომლისთვისაც ის ფასი, რომელიც თქვენ გაქვთ არ აქვს მნიშვნელობა ახლა ევროპულ ქვეყანაზე რომ არ არის მეტი, მაგრამ მათთვის ეს ტვირთია და რაღაცნაირად მსურს, რომ ჩვენ მოვიკვლიოთ სად არის რესურსი ამ ფასების თუნდაც კიდევ უფრო გაიაფებისთვის”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics