08:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-29 16:55:30, 1484 ნახვა

პოლიტიკა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს პრესრელიზს, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ისრაელის სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში სულ მცირე 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, ათასობით კი დააკავეს.

გაერო-ს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 21-დან 9 პირი 2026 წლის იანვრის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დასაჯეს სიკვდილით, 10 ოპოზიციურ დაჯგუფებებში სავაურო წევრობის გამო, 2 კი ჯაშუშობის ბრალდებით. 

"შეძრწუნებული ვარ, რომ კონფლიქტის ისედაც მძიმე შედეგებთან ერთად, ხელისუფლება ირანელი ხალხს უფლებებს კვლავ ართმევს მკაცრი და სასტიკი მეთოდებით," - განაცხადა ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა.

ის მოუწოდებს ხელისუფლებას "შეაჩეროს ყველა შემდგომი სიკვდილით დასჯა, დააწესოს მორატორიუმი სიკვდილით დასჯის გამოყენებაზე, სრულად უზრუნველყოს სათანადო სამართლებრივი პროცესისა და სამართლიანი სასამართლო პროცესის გარანტიები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებულები."

პრესრელიზღი ასევე აღნიშნულია, რომ 28 თებერვლის შემდეგ ირანში ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბრალდებებით 4 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

"ბევრი დაკავებული გაუჩინარდა, აწამეს ან დაექვემდებარა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის სხვა ფორმებს, მათ შორის იძულებით - და ზოგჯერ ტელევიზიით გადაცემულ - აღიარებებსა და სიკვდილით დასჯის იმიტაციებს," - წერია პრესრელიზში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics