|
2026-04-25 13:15:15, 3185 ნახვა
ეკონომიკა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
Georgian Airways-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ვიქტორია კლიმიჩევას თქმით, საწვავის ხარჯმა ბილეთის თვითღირებულებას გადააჭარბა, რის გამოც ავიაკომპანია იძულებულია რეისების ოპტიმიზაცია დაიწყოს. ამის შესახებ მან BMG-სთან განაცხადა. "ბუნებრივია, საწვავთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაციის სექტორზე და ჩვენნაირ პატარა ავიაკომპანიას მძიმედ დააწვა. ერთი მაგალითი რომ მოგიყვანოთ: ერთ რეისზე, მაგალითად, პარიზის მიმართულებით, ორივე გზაზე მჭირდებოდა დაახლოებით 26 ტონა საწვავი, რაც დაახლოებით 50 000 დოლარია. 100 მგზავრზე რომ გადავთვალოთ, საშუალოდ ბილეთის ფასი საშუალოდ 500 დოლარი გამოდის, მხოლოდ საწვავის ნაწილზე რომ ვისაუბროთ. ჩვენს შემთხვევაში კი ბილეთის ფასი ორივე გზაზე 300-350 ევრო იყო. ეს არის ოპერაციული ხარჯების მხოლოდ საწვავის სეგმენტი, რაც ახლა მაგალითად მოგიყვანეთ. დანარჩენი მომსახურება აეროპორტის მოსაკრებელი, ნავიგაცია, თვითმფრინავის ტექნიკური მომსახურება, დაზღვევა, კვება და ა.შ. პრაქტიკულად ჰაერში რჩება და ხარჯი 100%-ით საწვავზე მოდის. ეს არის მხოლოდ ერთი რეისის მაგალითი და შესაბამისად, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ავიაკომპანია დიდ ზარალს ნახულობს. მენეჯმენტი ყველაფერს აკეთებს ოპტიმიზაციის კუთხით და რასაკვირველია, მცირდება რეისები იმ მიმართულებებით, რომლებიც ნაკლებად დატვირთულია. შესაძლებელია, პირობითად კიდევ 100 რეისი შესრულდეს ამ რეჟიმში, მაგრამ 101-ე რეისი უკვე ვეღარ შესრულდება და თუ ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა, ავიაკომპანია შესაძლოა გაკოტრების რეჟიმში გადავიდეს. ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას. დღეს მათთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ გამოსავალი მოიძებნება და გარკვეული დახმარების შემთხვევაში კომპანია შეძლებს ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს. როგორც მოგახსენეთ, ნაკლებად დატვირთულ მიმართულებებზე სიხშირეები მცირდება. ეს არის ოპტიმიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯები, რასაც მენეჯმენტი ახორციელებს",- თქვა ვიქტორია კლიმიჩევამ.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)