08:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-21 23:57:56, 3035 ნახვა

ეკონომიკა
გერმანია საქართველოს 20 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს შეღავათიანი სესხის გამოყოფის შესახებ, რომელიც მიმართული იქნება ახალი პროექტის „კლიმატისთვის უსაფრთხო ინფრასტრუქტურის პროგრამის” დასაფინანსებლად.

ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

ოფიციალური შეტყობინება დღეს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა კატარინა დერკორნმა გადასცა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველო-გერმანიის არსებული თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაძლიერების კიდევ ერთი დადასტურებაა. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოსთვის ფინანსურთან ერთად მნიშვნელოვანია ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების კონტექსტში.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასესხო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს შემდეგი შვიდი წლის განმავლობაში შეუძლია.

ცნობისთვის, დღემდე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი რესურსი ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში დაახლოებით 650 მილიონ ევროს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics