06:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 12:05:14, 3170 ნახვა

ეკონომიკა
The Banker-მა ევროპის 2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად გიორგი ქადაგიძე დაასახელა

მსოფლიოს წამყვანმა ბრიტანულმა ფინანსურმა ჟურნალმა The Banker, რომელსაც Financial Times Group ფლობს, ევროპის 2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაასახელა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთი ავტორიტეტული გამოცემა, ყოველწლიურად იკვლევს და ავლენს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს და საუკეთესო ბანკირებს 149  ქვეყანაში. გამარჯვებულთა შეფასება წინა წლის მონაცემზე დაყრდნობით ხდება. The Banker-ის ყოველწლიური დაჯილდოება ავლენს იმ ხელმძღვანელ პირებს, რომლებმაც თავიანთი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას და სტაბილიზაციას საუკეთესოდ გაართვეს თავი.

„ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის(FSAP) მიერ (სსფ) აღინიშნა ბოლო წლების განმავლობაში არსებული გაუმჯობესება საქართველოში, რომელიც, შეფასების მიხედვით, არის შედეგი თანამედროვე, რისკებზე დაფუძნებული, ყოვლისმომცველი, პროგრესული და მოწინავე საზედამხედველო მიდგომისა“, - აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში. „შეფასებამ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ სწორ გზაზე, მივყვებით სწორად დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს, ბაზელის ძირითადი პრინციპებისა და სხვა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით“,  -  აცხადებს გიორგი ქადაგიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics