|
2020-10-24 00:10:07, 2265 ნახვა
იოსებ ხახალეიშვილი - მინდა თითოეულ მოქალაქემდე მივიტანო ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილი ხალხის ჩართულობასთან დაკავშირებით
"ქართული ოცნება - დემოკრტიული საქართელოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალური შეხვედრები ამჯერად გელათის ქუჩის მოსახლეობასთან გამართა. ინდივიდუალურმა შეხვედრებმა საარჩევნო განწყობით და მიმდინარე მოვლენების გამოხმაურებით ჩაიარა. იოსებ ხახალეიშვილი ადგილობრივებს მისი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტულობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, რომელიც ქალაქის განვითარებაში მოსახლეობის ჩართულობას უკავშირდება. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, გელათის ძველი ქუჩის მოსახლეობის პრობლემებიც ქუთაისი სხვა ძველ უბნებში არებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ჰგავს. "მინდა თითოეულ მოქალაქემდე მივიტანო ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილი ხალხის ჩართულობასთან დაკავშირებით - ქალაქის ბიუჯეტში შევიტანო ახალი პროგრამები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ჩვენს თანაქალაქელებს უფრო აქტიურად ჩაერთონ თავიანთი მუნიციპალიტეტისა თუ უბნის პრობლმების იდენტიფიცირებასა და საჭიროებების განსაზღვრაში. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამის განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების თანამონაწილეობით იქნება ეფექტური", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრის შემდეგ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)