|
2015-01-27 10:29:38, 851 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ამაყნი ვართ, რომ ბალტიის სახელმწიფოებში გამორჩეული მეგობრები გვყავს
სასტუმრო "რედისონში" საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველო-ლიტვას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილა. ღარიბაშვილის განმარტებით, დღევანდელი ბიზნესფორუმი კარგი შესაძლებლობაა იმისა, რომ ქართველმა და ლიტველმა ბიზნესმენებმა მოსაზრებები გაცვალონ. ამასთან, პრემიერის განცხადებით, საქართველო ამაყია, რომ ლიტვის სახით გამორჩეული მეგობარი ჰყავს. „ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაღრმაოთ ურთიერთობები ჩვენს ნამდვილ მეგობარ ქვეყანასთან- ლიტვასთან. ლიტვა არის მართლაც გამორჩეული მეგობარი საქართველოსი. ყოველთვის ვგრძნობთ ლიტვის მთავრობის მხარდაჭერას. ამაყნი ვართ, რომ გვყავს გამორჩეული მეგობრები ბალტიის სახელმწიფოებში. ფორუმი კარგი შესაძლებლობაა იმისა, რომ ქართველმა და ლიტველმა ბიზნესმენებმა, ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა მოსაზრებები გაცვალონ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, როგორ უნდა მოვიზიდოთ ინვესტორები ლიტვიდან და პირიქით, ქართველები როგორ დავაინტერესოთ ლიტვაში ინვესტიციების გაცვლით. საქართველოს განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. ეს არის საქართველოს ურყევი გადაწყვეტილება. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციასთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. დღესვე, საქართველო-ლიტვას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)