|
2015-01-23 18:21:43, 891 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ჭიკაიძესთან დაკავშირებით, შეგნებულად ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროკურატურა ვაზაგაშვილის საქმეზე მუშაობს და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც იური ვაზაგაშვილის საზარელი მკვლელობა ჩაიდინა. ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ცრუ ინფორმაციაა, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს ხელს აფარებს. "ვიღაცამ შეგნებულად ცრუ ინფორმაცია გაავრცელა",-აღნიშნა პრემიერმა. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან საგანგებო განცხადება გააკეთა და გადადგომის მიზეზები განმარტა. ჭიკაიძის თქმით, თანამდებობას ბოლო დროს მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების გამო ტოვებს, რომ თითქოს ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს ხელს აფარებს. მისივე განმარტებით, იური ვზაგაშვილის საქმის ცხელ კვალზე გამოძიება არ მოხდა და პროცესს უნდა ჩამოშორდეს, რათა საზოგადოებას ხელისუფლების მიმართ კითხვები არ გაუჩნდეს.
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)