|
2015-01-21 00:39:51, 1567 ნახვა
პოლიტიკა
31 იანვარს "პატრიოტთა ალიანსი" დიდ აქცია-მსვლელობას აანონსებს
საქართველოს "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარის დავით თარხან-მოურავის განცხადებით, საქართველოს პატრიოტები აგრძელებენ ბათუმში დაწყებული აქციის ციკლს. ბათუმის აქციის მთავარი მოთხოვნა- ეს იყო სამართალიანობის აღდგენა და დამნაშავეების დასჯა. "მომდევნო აქციას ჩვენ 31 იანვარს, შაბათს, დღის 3 საათზე, თბილისში, რუსთაველის ძეგლთან გავმართავთ და მოვაწყობთ მსვლელობას კორტებთან დახოცილი ბიჭების ძეგლისკენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გავლით. ამ აქციაზე ველოდებით ქვეყნის ყველა პატრიოტს, ყველა მამულიშვილს. თუ 31 იანვრამდე ხელისუფლება არ გამოავლენს ვაზაგაშვილის მკვლელებს, არ გახსნის დანაშაულს, ჩვენ დღის წესრიგში დავაყენებთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას. ვიმეორებ: 31 იანვრის საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება სამართალიანობის აღდგენის მოთხოვნა, რასაც შეეწირა ირინა ენუქიძე და ახლა უკვე იური ვაზაგაშვილი.ჩვენ ვალდებული ვართ, გავაგრძელოთ ბრძოლა სამართლიანობისათვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის და ,გარწმუნებთ, რომ ამ ბრძოლას ქართველი ხალხის გამარჯვებით დავასრულებთ."- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)