|
2015-05-17 12:03:11, 2621 ნახვა
სპორტი
თაქთაქიშვილი: სახელმწიფოს ძლიერება უნდა დაემტკიცებინა იმით, რომ ლგბტ ადამიანებს რუსთაველის გამზირზე 20 მეტრი მაინც გაევლოთ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, 17 მაისი სახელმწიფოსთვის ტესტია. როგორც მან "ექსპრესნიუსს" მრგვალ ბაღში მიმდინარე აქციის დროს განუცხადა, 17 მაისზე ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას ცალსახად ეთანხმება და მიაჩნია, რომ 2012 წელს სახელმწიფომ ლგბტ ადამაიანების დასაცავად არასაკმარისი ზომები მიიღო. "წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე, დღევანდელმა ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას შეცდომები, რომელიც ქვეყანას ძვირად დაუჯდება.მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ 17 მაისი არის ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და ყველა სხვა სპეკულაცია არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.დღეს ოკუპირებული აღმოჩნდა რუსთაველის გამზირი და სახელმწიფომ არ გამოიჩინა ნება, რომ ლგბტ ადამიანები დაცულები ყოფილიყვნენ. მე აქ არც ველოდი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვინაიდან ისინი იქმნიან იმიჯს, რომ თითქოს ზრუნავენ ადამიანებზე, მაგრამ ასობით პოლიციელის მობილიზება არ შეიძლება ადამიანებზე ზრუნვად ჩავთვალოთ.თუ ასეთი ძლიერია დღეს სახელმწიფო ჩვენს ქვეყანაში, მაშინ ეს უნდა დაემტკიცებინათ იმით, რომ თუნდაც 20 მეტრი რუსთაველის გამზირზე ამ ადამიანებს გაევლოთ",-განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბრისას. ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები მრგვალ ბაღში აქციას მართავენ, რომელიც 17 მაისზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფომ სერიოზული სიგნალი მიიღო იმისათვის, რომ ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტი გამხდარიყო. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ შემდეგი შინაარსის პლაკატები: "დემოკრატია მრავალფეროვნების გულწრფელ აღიარებასა და პატივისცემას გულისხმობს", "ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას მოვითხოვთ", "ლგბტ თემი საქართველოში თავს დაცულად არ გრძნობს. "სახელმწიფომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და ღირებულებებს პატივი უნდა სცეს". ადგილზე ასობით პოლიციელია მობილიზებული. მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ შემოსაზღვრული. შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2012 წლის 17 მაისის საქმეზე "იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ დაადგინა, რომ უმრავლსების მიერ დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მესამე მუხლი ( არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) მეთოთხმეტე მუხლთან ერთად (დისკრიმინაციის აკრძალვა), ასევე, დაირღვა მეთერთმეტე მუხლი (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება) მეთოთხმეტე მუხლთან მიმართებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს განმცხადებლების მიმართ ზარალის ანაზღაურება დაეკისრა. 13 პირს და 1 არასამთავრობო ორგანიზაციას სახელმწიფომ 1500-დან 4000-მდე ევრო უნდა აუნაზღაუროს. კერძოდ, 13 პირს ჯამში 32 000, "იდენტობას" კი, 1 500 ევრო უნდა აუნაზღაურონ. ჯამში საქართველომ განმცხადებლებს 33 500 ევრო უნდა გადაუხადოს. განაჩენის გამოტანის დღიდან ანაზღაურება დაზარალებულებისთვის 3 თვის ვადაში უნდა გადაეცეთ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას 7 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა მხარი.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)