|
2017-10-23 13:07:47, 5404 ნახვა
Lifestyle
ძველი ეგვიპტის განადგურების მიზეზი ცნობილია
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა არქეოლოგიაში და ზოგადად ისტორიაში "ათწლეულის მთავარი აღმოჩენა" გამოაქვეყნა. მათთვის ცნობილი გახდა, რომ ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის დაცემა არა ბარბაროსთა ტომების თავდასხმების და მუდმივი ომების, არამედ უდიდესი ვულკანის ამოფრქვევის ბრალია. მეცნიერთა ჯგუფმა ამაზე სტატია ჟურნალ Nature Communications-ში გამოაქვეყნა. ძველი ეგვიპტის სიცოცხლე მდინარე ნილოსთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. სამშენებლო მასალა, მოსავალი, ეკოლოგია, და რა თქმა უნდა სასმელი წყალი-ეგვიპტელებს ამ ყველაფრით სწორედ ეს მდინარე ასეულობით წლის მანძილზე ამარაგებდა. წელიწადში ერთხელ, ზაფხულის პერიოდში ეთიოპიის მთებში, სადაც ნილოსი საწყისს იღებს, გადაუღებელი წვიმები ერთი თვის განმავლობაში მოდიოდა. ამის გამო მთელი ეგვიპტის ფერდობზე ნილოსი ნაპირებიდან გამოდიოდა და მიწას საჭირო მიკროელემენტებით, ხავსით და წყლით ამარაგებდა. ზუსტად ამიტომ, ქვეყნის ყველა დიდი ქალაქი ნილოსთან ახლოს ჩნდებოდა. პრობლემების დინასტიის მართველობის დროს, ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 40-იან წლებში, როცა ეგვიპტეს დედოფალი კლეოპატრა მართავდა, მთელი დედამიწის მასშტაბით ვულკანების ამოფრქვევები ხდებოდა. ჰაერში და შემდეგ ატმოსფეროში გაჟღენთილი მტვერი მზის სხივებისთვის შეუღწევად ღრუბლებს ქმნიდა. აგრეთვე ამ მტვერის "ღრუბლების" არსებობამ წვიმები შეაჩერა, რაც თავის მხრივ, ნილოსის ნაპირებიდან გამოსვლის საშუალებას არ იძლეოდა. ამ ბუნებრივმა კოლაფსმა ეგვიპტის ეკონომიკური და აგრო-საინჟინრო მოქმედებები შეაჩერა, მოსავალის აღება შეუძლებელი გახდა და ცივილიზაციამ საკუთარი არსებობა შეწყვიტა.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)