06:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 20:53:24, 5024 ნახვა

კულტურა
საქართველოში დღეს ღამით ძველით ახალ წელს აღნიშნავენ

საქართველოში დღეს ღამით  ძველით ახალი წლის დადგომას აღნიშნავენ. ისევე, როგორც სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, საქართველოში ახალ წელს ორჯერ, 1 და 14 იანვარს აღნიშნავენ.

14 იანვარს ახალი წელი იულიუსის კალენდრით აღინიშნება.

ძველით ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია შემონახულია ბელორუსიასა და უკრაინაში, სადაც 14 იანვრის წინა საღამოს “უხვს” უწოდებენ, რამდენადაც მიღებულია მარხვის შემდეგ მდიდრული სუფრის გაშლა. ყოფილ იუგოსლავიაში (სერბია, ჩერნიგორია, მაკედონია) ასევე ზეიმობენ ამ თარიღს. სერბები მას “სერბულ ახალ წელს” უწოდებენ. ჩერნიგორიაში კი ძველით ახალ წელს “ნამდვილ ახალ წელს” უწოდებენ.
ახალ წელს ხვდებიან ამ დღეს საბერძნეთშიც და მას წმინდა ვასილის დღეს უწოდებენ. რუმინეთში ამ თარიღისათვის აცხობენ ღვეზელებს სიურპრიზებით: მონეტებით, ფაიფურის ფიგურებით, ბეჭდებით.
შვეიცარიის ზოგიერთ გერმანულენოვან კანტონში 13 იანვრის საღამოდან იწყებენ საზეიმო სვლას ქუჩებში და წმინდა სილვესტერის დღის აღნიშვნას. ამას გარდა ახალ წელს ძველი სტილით აღნიშნავენ უელსში. 2100 წლის 1 მარტიდან იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებს შორის განსხვავება გახდება 14 დღე-ღამე. 2101 წლიდან ძველით ახალი წლის აღნიშვნა მოხდება ერთი დღით გვიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics