|
2017-02-13 11:52:42, 2478 ნახვა
საზოგადოება Lifestyle
არქიმანდრიტი ბართლომე: სიმართლე ითქვას ვის უნდოდა პატრიარქის ლიკვიდაცია?! გეყოთ მკვლელები ეკლესიაში
მამალაძემ ეს ყველაფერი ცრუ მორჩილებით ჩაიდინა. დავალებს მიმცემი და მისი დამქაშები დაასახელონ!, - ამის შესახებ თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. იგი საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა გიორგი მამალაძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ამათ ღმერთი არსადროს წამდათ“. „სიმართლე ითქვას ვის უნდოდა პატრიარქის ლიკვიდაცია?! ვინ დაავალა მამალაძეს?! გეყოთ მკვლელები ეკლესიაში“, - წერს არქიმანდრიტი. ცნობისთვის, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამა გიორგი მამალაძე დააკავეს. ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გიორგი მამალაძე პარასკევს გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც მან საზღვარი გადაკვეთა და თვითმფრინავში ჩასაჯდომად ემზადებოდა. ამ დრომდე უცნობია რომელმა უწყებამ, ჩაატარა დაკავების ოპერაცია.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)