|
2017-02-02 17:41:41, 2506 ნახვა
კომენტარი Lifestyle
სააკაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: ქმედითი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე 2003 წლიდან გადაიდგა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას ულოცავს. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ეს არის თავისუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯი. "ევროპულ ოჯახში დაბრუნებით ასრულდა ქართველი ხალხის მრავალი თაობის ურყევი ნება. ქმედითი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე გადაიდგა 2003 წლიდან, მაშინ, როდესაც იმედგაცრუებულმა ხალხმა კვლავ ირწმუნა ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრების პერსპექტივა. ვარდების რევოლუცია იყო ის ფუნდამენტი, რომელმაც შეუქცევად პროცესად აქცია ქართველი ხალხის თავისუფალი სამყაროსკენ სწრაფვა. ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა უპირველესად ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისათვის და, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის ახალ შესაძლებლობას, მიიღონ განათლება ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში და თავისუფლად იმოგზაურონ ევროპულ სახელმწიფოებში. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსი ოლიგარქის მმართველობიდან ჩამოშორება,რათა წარმატებული და განვითარებული საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)