|
2015-03-13 14:51:51, 1396 ნახვა
სამხედრო
მინდია ჯანელიძე: ქართველი კურსანტების დაღუპვა, ჩვენი ჯარისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია
„სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვა ჩვენი ჯარისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ქაშუეთის ეკლესიის ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ქართველი კურსანტების საპატივსაცემოდ მიმდინარე პანაშვიდზე იმყოფებოდა. ჯანელიძე თავდაცვის სამინისტროს სახელით, გარდაცვლილების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „ეს არის უზომო ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის უდიდესი დანაკარგი. ეს ბიჭები იყვნენ გამორჩეულები კურსანტები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს ახალგაზრდა ოფიცრებს, კურსანტებს, კადეტებს კარგი განათლება მივცეთ, რათა მათ ქართული ჯარის მშენებლობა და ხარისხობრივად ქართული ჯარის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა გააგრძელონ. აქედან გამომდინარე, ეს არის აუნაზღაურებელი დანაკლისი ჩვენი ჯარისთვის, ჩვენი სისტემისთვის. თავდაცვის სამინისტრო გლოვობს. მთელი სამინისტროს სახელით ვუცხადებთ სამძიმარს გარდაცვლილების ოჯახებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დაღუპულ კურსანტებს სათანადო პატივი მივაგოთ“,– აღნიშნა ჯანელიძემ. ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ნიუ-ჯერსიში დაღუპული ქართველი კურსანტების პატივსაცემად სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. რიგითები - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ქართველი კურსანტების სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს.
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)