|
2015-02-22 18:21:41, 2260 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: როცა შენი მეგობრების წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს, მათ გევრდით მტკიცედ უნდა იდგე
"როდესაც მიმდინარეობს ბრძოლა შენი მეგობრების წინააღმდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცედ იდგე მათ გვერდით",-ამის შესახებ უკრაინაში მყოფმა საქართველოს პრეზიდდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „როდესაც მიმდინარეობს ბრძოლა შენი მეგობრების წინააღმდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცედ იდგე მათ გვერდით; მტკიცედ იდგე უკრაინის და სხვა ერთა თავისუფალი არჩევანის გვერდით, რასაც დღეს ქართველები და არა მარტო ქართველები - სხვა თავისუფლების მოყვარული ერები ვაფიქსირებთ ლიდერების დონეზე",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევში „ღირსების მარშში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც უკრაინის „ღირსების რევოლუციის“ წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. მსვლელობა ინსტიტუტის ქუჩიდან დაიწყო და ყველა ის ქუჩა გაიარა, სადაც ერთი წლის წინ უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი, ე.წ. „ზეციური ასეული“ და 20 პოლიციელი ემსხვერპლა. პეტრო პოროშენკო და ევროპელი ლიდერები მოედანზე ლამპრებით ხელში გამოვიდნენ. მათი ხელმძღვანელობით „ღირსების მარშში“ მონაწილეები დამოუკიდებლობის მოედანზე შეჩერდნენ, სადაც ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა და დაღუპულების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ასევე მონაწილეობდა რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი, მათ შორის ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი, მოლდოვას პრეზიდენტი ნიკოლაე ტიმოფტი, პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი, სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, ევროკავშირის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და სხვა ლიდერები. უკრაინის „ღირსების რევოლუციის“ წლისთავისადმი მიძღვნილ მსვლელობაში უკრაინის პატრიარქი ფილარეტიც მონაწილეობდა. მშვიდობისთვის ლოცვა დამოუკიდებლობის მოედანზე დასრულდა.
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)