07:24 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-06 13:20:29, 8910 ნახვა

სამართალი
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს

მიხეილ სააკაშვილი გახმაურებულ მკვლელობებს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. ამის შესახებ მან საკუთარ სასამართლო პროცესზე ისაუბრა. მესამე პრეზიდენტის თქმით, პირველი მსხვერპლი ბარბარე რაფალიანცი იყო, რომელიც რუსული სპეცსამსახურების შეკვეთით მოკლეს, რომელიც საქართველოში არჩევნებზე ივანიშვილის დასახმარებლად იყო ჩამოსული. ჩვენ საქმე გვაქვს მკვლელების კორპორაციასთან. მათი პირველი რიტუალური მსხვერპლი იყო 8 თვის ბარბარე რაფალიანცი. მაშინ, რუსეთიდან 5 კაციანი სპეცჯგუფი იყო ჩამოსული ეფ ეს ბესი არჩევნებზე დასახმარებლად ივანიშვილისთვის და ამ ჯგუფმა შესთავაზა ორი ვარიანტი ივანიშვილის კარს - ან ივანიშვილზე თავდასხმის ინსცენირება, ან რომელიმე აქტივისტის მოკვლა. რა თქმა უნდა, თავდასხმის ინსცენირებაზე ითქვა უარი და შემდეგ ამას მოჰყვა ბარბარე რაფალიანცის რიტუალური მსხვერპლშეწირვა. რუსული სპეცოპერაციის ნაწილი იყო ის, რაც მოხდა ბარბარე რაფალიანცის თავს და ესენი მოვიდნენ ბარბარე რაფალიანცის, 8 თვის ჩვილის სისხლით ხელისუფლებაში სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა ეროსი კიწმარიშვილზეც ისაუბრა და მის მკვლელობაში პასუხისმგებლობა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს დააკისრა. მისი თქმით, ივანიშვილს რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდება ძალიან უნდოდა, ამიტომ კიწმარიშვილი მოიშორა. შემდეგი შეკვეთილი მკვლელობა იყო ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა. ივანიშვილს სასიცოცხლოდ უნდოდა რუსთავი 2 -ის ხელშ ჩაგდება. ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც იყო ყოფილი მფლობელი და დამფუძნებელი, მისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. იმ დროს ჩამოვიდა კიდევ ერთი ჯგუფი რუსეთიდან, როგორც ვიცით, კამერა დაატრიალეს, ეროსი მოკლეს და ის, ვინც გაიძახოდა, რომ ეროსი მოკლეს, ან მოსყიდვით ან დაშინებით გააჩუმეს. ეს იყო ერთმნიშვნელოვნად შეკვეთილი მკვლელობა. და, მე ვაკისრებ პასუხისმგებლობას ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობისთვის პირადად ივანიშვილს. შემდეგი მკვლელობა იყო თამარ ბაჩალიაშვილის. ძალიან ცხელი თემა იყო, როგორ ტარდებოდა სპეცოპერაცია და ვითომ თავი მოიკლა, - თქვა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics