|
2025-02-20 22:32:12, 1295 ნახვა
რეგიონი
ინწრას სათავეში მეწყერი ჩამოწვა
ინწრას სათავეში მეწყერი ჩამოწვა, - ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვანო ბურდილი, ავრცელებს " დაახლოებით 17:00 საათისთვის ჩქვალერის მოსახლეობას შეუწყდა წყალის მიწოდება, ჩვენი, შესაბამისი სამსახურის თანამშრომელები, მყისიერად ავიდნენ ინწრას ხეობის სათავესთან, ადგილზე, სადაც სასმელი წყლით მარაგდებოდა წალენჯიხის სოფლები: ჩქვალერი, საჩინო, ზედასაჩინო და ეწერი. აღმოჩნდა, რომ მილების დაერთების სათავე მთლიანად მოშლილია სტიქიის მიერ და წაღებული. დაახლობით 70 მეტრი მილები ჩამოტანილია ხეობაში. მიღებული ინფორმაციის შესწავლის, შეფასების, გადამოწმების შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ჩახერგვის და დაგუბების საშიშროება არ არსებობს. წყალი ჩვეულებრივად მოედინება და როგორც კი მოგვეცემა საშუალება და ამინდი შეგვიწყობს ხელს, აღვადგენთ წყლის მიწოდებას. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, – ამ ეტაპზე დაგუბების და ჩახერგვის საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. მერია გააგრძელებს ინტენსიურ დაკვირვებას აღნიშნულ ტერიტორიაზე და როგორც უკვე ვთქვი, როგორც კი ამინდი შეგვიწყობს ხელს, დაიწყება წყლის მიწოდების აღდგენის სამუშაოები“, – განაცხადა ვანო ბურდულმა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)