|
2024-09-21 15:54:43, 753 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საშუალოვადიანი პრიორიტეტების განხილვას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2025-2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების განხილვას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, სამინისტროს საქმიანობის ანგარიში და პრიორიტეტები მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ წარადგინა. “2025-2028 წლებში სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად გეგმავს, არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამის დანერგვას და პროგრამულ ცვლილებებს, როგორიცაა: გულის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისთვის ძვირადღირებული სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაციის დაფინანსება; ამოქმედდება ახალი პროგრამა - მოხუცთა დღის ცენტრი; ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტებისთვის მედიკამენტები დაფინანსდება სრულად. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილია სკრინინგები ზრდასრულებსა და მოზარდებში; დაფინანსდება მხედველობის დარღვევების ადრეული გამოვლენა სამიზნე ჯგუფში და სხვა. 2023-2024 წლებში, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით 4 465-მა ბენეფიციარმა მიიღო დახმარება. სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა/რეაბილიტაცია/მშენებლობა და ადგილმონაცვლეობისათვის 10 მილიონ ლარამდე გამოიყო, რის შედეგადაც 1 200 ბენეფიციარი დაკმაყოფილდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)