|
2024-07-31 16:23:34, 904 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი პროგრამა იწყება
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამა აჭარაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, მატერიალური დახმარების გაწევას, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით ითვალისწინებს. "სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ოჯახი, რომლიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 120 001-დან 150 001-მდე და შემადგენლობაში ერთი წევრი მაინც არის 16 წლამდე ასაკის. პროგრამით გათვალისწინებული მატერიალური დახმარებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში “მუდმივ საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ტერიტორია და 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ასევე მატერიალური დახმარების გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. პროგრამაში ჩართვის მიზნით, ბათუმში რეგისტრირებულმა ოჯახმა უნდა მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხოლო აჭარის სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა ოჯახმა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიას ან სამინისტროს (მის: ქ. ბათუმი, მ. კომახიძის ქ. N119) და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: - განცხადება; ფულადი დახმარება ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვიდან",- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)