|
2024-07-31 13:53:01, 740 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 800 მლნ ლარს შეადგენს - მომავალი წლისთვის ბიუჯეტის მილიარდ ლარამდე გაზრდა იგეგმება
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის მოცულობა პირველად ისტორიაში, დაახლოებით, 800 მლნ ლარს შეადგენს,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის, იგეგმება ბიუჯეტის მილიარდ ლარამდე გაზრდა. "რამდენიმე კვირის წინ განხორციელდა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის კორექტირება და პირველად რესპუბლიკურმა ბიუჯეტმა საკუთრივ მიაღწია დაახლოებით 800 მლნ ლარს. იცით, რომ დაახლოებით მომავალი წლისთვის, ჩვენ ვგეგმავთ მილიარდიან ბიუჯეტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის და რა თქმა უნდა, კორექტირებული ბიუჯეტის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმება, არაერთი მიმართულებით გაიზარდა დაფინანსება. მოგეხსენებათ, რომ ბიუჯეტის ზრდასთან ერთად ჩვენ პროპორციულად ვზრდით ყველა მუნიციპალიტეტის დაფინანსებას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული 764 700 200 ლარის მოცულობის ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსება გაეზარდათ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს - 2 მლნ ლარით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - 10 მლნ ლარით. გაიზარდა მუნიციპალიტეტების კაპიტალური ტრანსფერი - 23 293 900 ლარით და მუნიციპალიტეტების სპეციალური ტრანსფერის მოცულობა - 11 793 600 ლარით. გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 38 146 500 ლარით გაიზარდა, ხოლო საშემოსავლო გადასახადიდან მისაღები შემოსავლების მოცულობა 40 მლნ ლარით იზრდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შემოსავლების ფაქტობრივმა შესრულებამ 293 093,5 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 110,3 პროცენტია. საშემოსავლო გადასახადის ფაქტობრივმა შესრულებამ კი 286 777,8 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 112,5 პროცენტია. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)