|
2024-07-08 16:41:23, 994 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ავარიული სახლების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ბათუმში ავარიული სახლების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ცნობით, მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სადაც 8-სართულიანი საცხოვრებელი შენდება, ასევე, დაიწყო მშენებლობა მაიაკოვსკის ქუჩაზე, სადაც 12-სართულიანი კორპუსი აშენდება. მათივე ინფორმაციით, ბათუმი ავარიული სახლების გარეშე პროგრამის ფარგლებში, 1 000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს. სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ავარიული სახლების ჩანაცვლების საჭიროების მქონე ყველა პირს, 3 000 ოჯახს ეტაპობრივად გადაეცემა ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო სახლები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დათქმულ ვადებში პროექტების დასრულება, რომ თანამოქალაქეებს, ბათუმელებს, მათ ოჯახებს, შვილებს არ უწევდეთ საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება. "ბათუმისთვის, ბათუმელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ავარიული მრავალბინიანი სახლები და ძველი კორპუსები იყო. მოხარული ვარ, რომ აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა აჭარის მთავრობის და ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივით, რომლის ფარგლებშიც შენდება ახალი საცხოვრებელი სახლები. შემდეგი 3 წლის განმავლობაში, 3 000 ოჯახი გააგრძელებს ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში. უკვე ათეულობით ლოკაციაზე ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები და ჩვენი, ყველას, საერთო ამოცანაა, რომ დათქმულ ვადებში შევძლოთ ამ პროექტების დასრულება, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ბათუმელებს, მათ ოჯახებს, მათ შვილებს არ უწევდეთ საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასრულდა 4 მრავალბინიანი სახლის მშენებლობა. ასევე, დასრულდა ავარიული სახლების რეაბილიტაცია 11 მისამართზე. ბათუმში ავარიული სახლების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობისა და საკრებულოს წევრები.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)