06:36 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 18:38:47, 2229 ნახვა

სამხედრო
სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფებმა 2014 წელს განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის დაქვემდებარებულმა ქვედანაყოფებმა 2014 წელს განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს. ქვედანაყოფების ხელმძღვანელებმა გასული წლის ანგარიში ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში წარადგინეს.
შემაჯამებელ შეკრებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, ლევან ღირსიაშვილი და კახა ოქროჯანაშვილი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ 2014 წელს განხორციელებულ რეფორმებსა და ჩატარებულ სწავლებებზე ისაუბრა. მან მოწვეულ სტუმრებს სამომავალო გეგმებიც გააცნო. 2015 წლის პრიორიტეტებად ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, გამჭვირვალობა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა განისაზღვრა.
პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. მან 2014 წელი დადებითად შეაჯამა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მან 2015 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის გარდამტეხი წელი უწოდა და ერთ-ერთ პრიორიტეტად ჯარში განათლების დონის ამაღლება დაასახელა.
შემაჯამებელი შეკრების დასასრულს, აღმოსავლეთ სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების წარმატებული სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეების გარკვეულ ნაწილს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის გენერალური შტაბის უფროსისა და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის სახელით მადლობა გამოეცხადათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics