|
2020-10-30 16:26:28, 1612 ნახვა
საქართველოში არჩევნების გაყალბების პრევენციის მიზნით, ევროპასა და ამერიკაში აპრობირებულ ინოვაციურ პროგრამას გამოიყენებენ
ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული ინოვაციური პროგრამა, რომლითაც არჩევნების გაყალბების პრევენციაა შესაძლებელი, საქართველოშიც გამოიყენება, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული პროგრამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა კრისტინა პულშოვამ ისაუბრა. საქართველოში პროექტს ესტონურ კომპანიასთან ერთად განახორციელებს მედია სააგენტო „ნიუპოსტი“, „მოგესალმებით, მე გახლავართ ქრისტინა პულშოვა, მოხარული ვარ, რომ საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტმა" გამოიჩინა ინიციატივა რომ დააკვირდეს არჩევნებს და ამისთვის ხელშეკრულება გააფორმა ესტონურ კომპანია „ტვინსლებთან". მე, როგორც ამ კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, და საქართველოში დემოკრატიის განვითარების დიდი მხარდამჭერი, აგიხსნით როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია. როგორც უკვე გითხარით, ესტონური კომპანია რომელსაც აქვს აშშ-ში და ევროპაში დიდი ხნის გამოცდილება და მან ხვალინდელი არჩევნებისთვის შეიმუშავა ახალი ტექნნოლოგია, რათა მოხდეს არჩევნების გაყალბების პრევენცია. აპლიკაცია მუშაობს ალგორითმით, რომელიც იყენებს სხვადასხვა ტიპის მონაცემებს ამომრჩეველთა შედარებისთვის. ეს შეიძლება იყოს ჩაცმულობა, თმა, კანის ფერი და ა.შ. აპლიკაცია არის გატესტილი და მუშაობს შეცდომების გარეშე. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ამომრჩევლის სახის ამოცნობა, ასე რომ პირბადეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. პროგრამა შემუშავებული იქნა იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის პირობებში ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე პირბადით გამოცხადდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უსაფრთხოება და პირადი მონაცემები რა თქმა უნდა დაცული იქნება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. პროგრამა 100%-ით შეესაბამება საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტებს. დაფიქსირებული გამოსახულებები სერვერიდან ავტომატურად იშლება 24 საათის განმავლობაში. და ბოლოს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მონაცეემი არ იქნება გამჟღავნებული გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოხდა დარღვევა“, - განაცხადა პულშოვამ.
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)