07:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 00:09:44, 2661 ნახვა

ნანა დევდარიანი - 31 ოქტომბერს ხალხი „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და „ქართულ ოცნებასაც“ ყველაფრისთვის დასჯის!

"პატრიოტთა ალიანსის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნანა დევდარიანის განცხადებით, სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობა დანაშაულებრივი ქმედება იყო, "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა კი - დანაშაულებრივი უმოქმედობა და ეს ყველაფერი კოდექსით ისჯება. მისი თქმით, "პატრიოტთა ალიანსმა" ყოველთვის იცოდა მათი ერთობის შესახებ, რაც ნელ-ნელა მჟღავნდება კიდეც. ნანა დევდარიანი მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისაკენ მოუწოდებს და იმედოვნებს, რომ ხალხი 31 ოქტომბერს "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის.

"სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობა იყო დანაშაულებრივი ქმედება. კოდექსში არის ცნება - დანაშაულებრივი ქმედება და იქვე არის დანაშაულებრივი უმოქმედობა. წინა ხელისუფლება თუ დანაშაულებებს სჩადიოდა, "ქართული ოცნების" 8-წლიანი ხელისუფლება  დანაშაულებრივი უმოქმედობით გამოირჩეოდა - ერთიც და მეორეც კოდექსით ისჯება. რა თქმა უნდა, ესენი ამ კოდექსით საკუთარ თავს არ დასჯიან, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მათ 31 ოქტომბერს ყველაფრისთვის ხალხი დასჯის! "პატრიოტთა ალიანსი" ყოველთვის ამბობდა, რომ რაც არის სააკაშვილი და ბოკერია, იგივე ფსიქოლოგიის და იგივე ღირებულებების ხალხია ჩანერგილი "ქართულ ოცნებაშიც". ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ ისინი ერთად იყვნენ, უბრალოდ, ყველაფერი უკვე ნელ-ნელა მჟღავნდება. ახლა წინასწარ გვაგუებენ იმას, რომ მეორე ძალა უნდა იყოს "ნაციონალური მოძრაობა". საიდან მოიტანეს ეს 18%?  იქნებ, გამოკითხვა მხოლოდ "ქოცებში" და "ნაცებში" ჩაატარეს და შედეგები ისე დადეს? მაგრამ არსებობს "პატრიოტთა ალიანსის" 1 200 000 კაცის გამოკითხვის შედეგები და "ქართულ ოცნებას" პირველი ადგილი არა აქვს. პირველ ადგილზე არის "პატრიოტთა ალიანსი", შემდეგ არის "ქართული ოცნება", რომელსაც 60% კი არა, 15% აქვს და 3%-ზე ნაკლები აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". მინდა ვუთხრა ამომრჩეველს, შეიძლება, ძალიან გაბრაზებული, ნაწყენი და იმედგაცრუებულია, მაგრამ აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს ის არჩევანი, რაც ქვეყანას და ხალხს სჭირდება!" - განაცხადა ნანა დევდარიანმა.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics