|
2015-08-17 16:07:54, 4042 ნახვა
კულტურა
თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული ფილმი ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა
თიბისი ბანკის თანადაფინანსებით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რეჟისორ დათა ფირცხალავას "მამა" ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად აღიარეს. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, დათა ფირცხალავას ნამუშევარი საერთაშორისო კინოფესფესტივალის საკონკურსო პროგრამაში, იმედისმომცემი ტალანტების სექციაში, Pardi di domain იყო წარდგენილი. ფილმი ეროვნული კინოცენტრის 2014 წლის კონკურსზე გამარჯვებული პროექტია, რომლის გადაღებაში "თიბისი ბანკმა" ფინანსური მონაწილეობა მიიღო. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც, ქვეყანაში კინემატოგრაფის განვითარების მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად, კინოწარმოებაში ჩაერთო კერძო ბიზნესი. ლოკარნოს კინოფესტივალის პრიზიორ „მამა“-სთან ერთად,თიბისის თანადაფინანსებით გადაღებული ფილმებია: ტატო კოტეტიშვილის„ოგასავარა“,თამარ შავგულძის„პირველი დღე“, თორნიკე ბზიავას „მექელეხე“, ვახო ჯაჯანიძის „გამოსვლა“ და გიორგი წილოსანის “მზადება“. ფილმების პრემიერა პირველ ივლისს,კინოთეატრ "ამირანში" შედგა. ლოკარნოს კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართებადა ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი. მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)