|
2015-06-14 08:45:58, 1787 ნახვა
სხვადასხვა
ზოოპარკის მტაცებელი ცხოველები ლიკვიდირებული არიან
სტიქიის შედეგად, ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველები ცეცხლსასროლი იარაღით ლიკვიდირებული არიან. თუმცა, როგორც ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მზია შარაშიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ამ დრომდე უცნობია, ნაპოვნია თუ არა უკლებლივ ყველა ის ცხოველი, რომელიც სტიქიის დროს ზოოპარკიდან გაიქცა. ზოოპარკის ადმინისტრაციაში გაქცეულ ცხოველებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, დადასტურებული ინფორმაცია არ აქვთ. "ცხოველები ჯერჯერობით არაფერი აღარ არის. მტაცებლები ცეცხლსასროლი იარაღით არიან ლიკვიდირებული. არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია, არის თუ არა ყველა გაქცეული ცხოველი ნაპოვნი. ოფიციალური და დადასტურებული ინფორმაცია გაქცეულ ცხოველებთან დაკავშირებით არ გვაქვს გარდა იმისა, რომ 2 პინგვინი ვნახეთ, ერთი პინგვინი ლაგუნა ვერესთან იყო.მეტი დადასტურებული ინფორმაცია, რომ სადმე ჩვენი ცხოველი არის, არ მიგვიღია",-განუცხადა მზია შარაშიძემ "ექსპრესნიუსს". ცნობისთვის, ძლიერი წვიმის გამო, წუხელ ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, დედაქალაქში გადაადგიებისგან თავი შეიკავონ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)