14:39 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-17 14:09:23, 2950 ნახვა

Lifestyle
თათია დოლიძე მის მიმართ მუქარაზე: ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული - რეაგირება შესაბამისი იქნება

გაერო-ში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩი თათია დოლიძე მის მიმართ გაჟღერებულ მუქარას გამოეხმაურა.

როგორც დოლიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულია და მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება.

„მინდა, გთხოვოთ, რომ შეწყდეს ჩემთან გაუთავებელი ზარები ჟურნალისტების მხრიდან, რადგან ეს მხდის უმოქმედოს. მობილურითაც ვერ ვსარგებლობ, რამდენადაც 1 წამითაც არ ჩერდება. თუ ეს საკითხი მართლა გაწუხებთ, გთხოვთ, მომეცით საშუალება სამართლებრივად დალაგდეს ყველაფერი. პოლიტიკური ელფერის მიცემა არ არის საჭირო. სხვადასხვა პარტიებსაც ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის“, - წერს თათია დოლიძე.

შეგახსენებთ, „ქართველთა მარშის“ რამდენიმე ორგანიზატორი და მონაწილე 16 ივლისს, სოციალურ ქსელში თათია დოლიძის მიმართ სექსუალური ძალადობის შინაარსის კომენტარებს წერდნენ. პოსტი ამ დროისთვის წაშლილია. ამასთან, კომენტარების ავტორთა ნაწილი აცხადებს, რომ ეს მათ არ დაუწერიათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics