|
2017-03-15 11:41:43, 1464 ნახვა
Lifestyle
ელისო კილაძე: სტრასბურგის სასამართლოსთვის და პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის ვემზადებით
აზეთ "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, მისი შვილის დაკავების დროს საპროცესო და კონსტიტუციური ნორმებია დარღვეული და ის სარჩელის შეტანას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს. როგორც ელისო კილაძე სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით მან სარჩეილი პროკურატურაში უკვე შეიტანა. "გავეცანით ჩემი შვილის საქმის მასალებს, საქმეში დევს მხოლოდ სამი პოლიციელის ჩვენება და არც ერთი სხვა მტკიცებულება,პირადი ჩხრეკის და დაკავების დროს უხეშად დარღვეულია საპროცესო და კონსტიტუციური ნორმები. საჩივარი უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით უკვე შევიტანეთ მთავარ პროკურატურაში, მივმართავთ სახალხო დამცველს. ვემზადებით სტრასბურგის სასამართლოსთვის და პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის", - წერს კილაძე. ცნობისთვის, გაზეთ "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილისთვის, დავით ხარშილაძისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)