|
2016-12-26 11:21:07, 1890 ნახვა
Lifestyle
გიორგი თავდგირიძე: თავმოყვარე მოქალაქე, სამხედრო დავალებაზე მიმავალ მტრის ქვედანაყოფს რატომ უნდა დასტიროდეს?
ექსპერტი სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძე რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში საქართველოს მოქალაქეების პოსტებს გამოეხმაურა. „მესმის რომ მებრძოლი ერის შვილები, თუნდაც მტრის სიკვდილს კრძალვით ებყრობიან. მაგრამ არ მესმის ქვეყნის თავმოყვარე მოქალაქე, სამხედრო დავალებაზე მიმავალ ( თან ძალიან სამარცხვინო დავალებაზე) მტრის ქვედანაყოფს რატომ უნდა დასტიროდეს? მით უმეტეს როცა არც ომის იარაა მოშუშებული და არც მტრის მტრობა დასრულებული“, - წერს გიორგი თავდგირიძე. ცნობისთვის, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. Tu-154-ის ტიპის თვითმფრინავი სოჭიდან სირიის ქალაქ ლატაკიაში მიემგზავრებოდა, სადაც წინასაახალწლო კონცერტი იყო დაგეგმილი. მათ სირიაში დისლოცირებული რუსული ბაზისთვის ახალი წელი უნდა მიელოცათ. თვითმფრინავის ნამსხვრევები სოჭში, შავი ზღვის სანაპიროზე აღმოაჩინეს. თვითმფრინავში, სამხედროებთან ერთად, ცნობილი ჟურნალისტები, გადამღები ჯგუფები, რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარული ფონდის „სამართლიანი დახმარება“ ხელმძღვანელი, გაეროს კეთილი ნების ელჩი ელიზაბეტა გლინკა, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის წევრები იმყოფებოდნენ. საერთო ჯამში ბორტზე 83 მგზავრი და რვა ეკიპაჟის წევრი იყო.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)