|
2015-03-16 11:35:59, 1407 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებულ ძალებში შვიდკაცა რაგბიში ჩემპიონატი გაიმართა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შვიდკაცა რაგბიში ჩემპიონატი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეჯიბრში ქვეითი, მექანიზირებული და საარტილერიო ბრიგადების, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ რაგბის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. წელს პირველად გამოიყვანა გუნდი სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადამ. თამაშები ავჭალის რაგბის სტადიონზე გაიმართა. მესამე ადგილისთვის ერთმანეთს IV და V ბრიგადები დაუპირისპირდნენ. თამაში V ბრიგადის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ფინალში ერთმანეთს I და III ქვეითი ბრიგადები შეერკინენ. დაძაბულ ბრძოლაში I ქვეითმა ბრიგადამ მოწინააღმდეგე ანგარიშით 17:14 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ჩემპიონატის დასასრულს გამარჯვებულებს სამ საპრიზო კატეგორიაში შესაბამისი სერთიფიკატები, მედლები, ხოლო პირველადგილოსან I ქვეით ბრიგადას ჩემპიონის თასიც გადაეცათ. სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა IV მექანიზირებული ბრიგადის კაპრალი ნიკა წიკლაური, რომელმაც 17 გარდასახვა შეასრულა. სპორტული ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურისა და საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით მოეწყო. გუნდების მომზადებაში საქართველოს რაგბის კავშირის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რაგბის გუნდის „არმია“ მწვრთნელები მონაწილეობდნენ. ტურნირს საქართველოს რაგბის კავშირიდან მოვლენილი არბიტრები აკვირდებოდნენ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)