|
2016-08-06 11:01:32, 1410 ნახვა
Lifestyle
ხიდაშელი: არასდროს მივლია ადვილი გზით და ახლაც ასეა - მოვდივარ ზესტაფონში და მაქვს გამარჯვების იმედი
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს და ზესტაფონში პარტიის მხრიდან მის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად წარდგენას ეხმაურება. ხიდაშელის განცხადებით, ის წარმოშობით ზესტაფონის რაიონ სოფელ სვირიდანაა. „მოვდივარ ზესტაფონში, იმედი მაქვს გამარჯვების, ვიცი ზესტაფონი იმსახურებს დეპუტატს, რომელსაც მისი ფუნქცია ესმის და რომელიც მზად არის დღე და ღამე თქვენთან ერთად, თქვენთვის იშრომოს და იბრძოლოს“, - აცხადებს ხიდაშელი. „თინა ზესტაფონშიო!!! " ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი ერთად გავიმარჯვოთ, არ გაქვთ კომპლექსები აქტიური ქალის, გაქვთ კავშირი ზესტაფონთან, გინდათ იყო მონაწილე ძალიან მაგარი კამპანიის, მიიღოთ კარგი გამოცდილება კამპანიის, საჯარო პოლიტიკის, დიდი ადრენალინი კეთილ, მაგარ იმერლებთან ურთიერთობით ან უბრალოდ გიყვართ იქაურობა შემეხმიანეთ, აქ, პირადში, ტელეფონზე." 1. მე პირადად დავიბადე და გავიზარდე თბილისში, და არ დაიწყებ ეხლა სინამდვილეში ასე და ისეთქო. თბილისელი ვარ, მაგრამ წარმოშობით სვირელი, სწორედ ზესტაფონის რაიონის სოფელი სვირიდან. წავიდეთ და მოვიგოთ!!!“, - წერს ხიდაშელი. შეგახსენებთ, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გუშინ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი კი ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატად არის დასახელებული.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)