|
2015-01-07 20:00:14, 3697 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ჩვენ მტკიცე თანადგომას ვუცხადებთ საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფრანგულ ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ. „ამ განსაცდელის ჟამს ჩვენ მტკიცე თანადგომას ვუცხადებთ საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს. ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო კეთილდღეობა. ქართველი და ფრანგი სამხედროები გვერდიგვერდ დგანან მსოფლიოს ცხელ წერტილებში, რათა უზრუნველვყოთ საერთო მშვიდობა და უსაფრთხო მომავალი. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. შეგახსენებთ, პარიზში ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციის თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, რედაქციას თავს ორი ნიღბიანი ადამიანი ავტომატებით დაესხა და იქ მომუშავე პერსონალს ცეცხლი გაუხსნა. ცნობილია, რომ ჟურნალ „Charlie Hebdo“-მ ინციდენტამდე ერთი საათით ადრე ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)