07:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-30 14:08:28, 993 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance

საქართველოს ბანკის AI კვლევითი ლაბორატორია საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბორატორიად დაასახელა. ყოველწლიური დაჯილდოება Innovators Awards 2026 ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიური იდეების, პროდუქტებისა და მომსახურებების განვითარების კუთხით გამორჩეულ ორგანიზაციებს აჯილდოებს.

Global Finance-ის დამფუძნებლისა და სარედაქციო დირექტორის, ჯოზეფ ჯიარაპუტოს განცხადებით, ფინანსური ინოვაციების ლაბები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის ახალი ტექნოლოგიების გამოცდაში, ბიზნესმოდელების ტესტირებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების დაჩქარებულ განვითარებაში.

Innovators Awards 2026 მეცამეტედ გაიმართა, გამარჯვებულები კი ჟურნალის სარედაქციო საბჭომ დარგის ექსპერტ ჟურნალისტებთან ერთად გამოავლინა.

„საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი რეალურ ღირებულებას მაშინ ქმნის, როდესაც ის ადგილობრივ საჭიროებებს პასუხობს. სწორედ ამიტომ შევქმენით საკუთარი AI კვლევითი ლაბორატორია, სადაც ვავითარებთ ქართულ ენასა და ჩვენს მომხმარებლებზე მორგებულ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა ქართულენოვანი ჩეტბოტი, და ქართულენოვანი მეტყველების ამოცნობა და სინთეზირება. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ უფრო სწრაფები, დამოუკიდებლები და მომხმარებლებს შევთავაზოთ უკეთესი გამოცდილება, ხოლო ბიზნესს - უფრო ეფექტიანი პროცესები. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი AI კვლევითი ლაბორატორიის გუნდის თითოეულ წევრს,  რომელთა პროფესიონალიზმის დამსახურებით, საქართველოს ბანკის ინოვაციურმა ეკოსისტემამ საერთაშორისო აღიარება მიიღო”, - განაცხადა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მიხეილ ნადარეიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ ისეთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები და ბანკები, როგორებიცაა Citi, Mastercard, Goldman Sachs და სხვები.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics