10:30 - 07 May, 2026
|
2026-04-28 16:51:51, 1452 ნახვა
პოლიტიკა
მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი გრიგოლი - ცნობილია საპატრიარქო კანდიდატები
სინოდის სხდომა, რომელზეც მღვდელმთავრებს საპატრიარქო კანდიდატები უნდა გამოეჩიათ, დასრულდა. ცნობილია პატრიარქობის სამი კანდიდატი: • სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი); • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი); • ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). სინოდში ამჟამად 39 მღვდელმთავარია, თუმცა დღეს ხმა 38-მა მისცა, რადგან სხდომას წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი) არ ესწრებოდა. სამი კანდიდატის გამორჩევის შემდეგ გაფართოებული კრება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე პატრიარქს აირჩევს. გაფართოებული კრება 17 მაისამდე უნდა მოიწვიონ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)