|
2026-04-22 20:49:59, 4299 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
საქართველო "ღია მმართველობის პარტნიორობიდან" (OGP) გარიცხეს - ინფორმაციას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ავრცელებენ. მათივე ცნობით, აღნიშნული საერთაშორისო პლატფორმა მიზნად მთავრობის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას ისახავს "2026 წლის 13 აპრილს „ღია მმართველობის პარტნიორობამ“ (OGP) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით. შედეგად, საქართველო გამოეთიშა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას. OGP-ის ეს გადაწყვეტილება არის დადასტურება, რომ საქართველო დაშორდა იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებაზეც თავად იღებდა ვალდებულებას. ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო ნდობა და დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობები. ეს გადაწყვეტილება გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები არ ფუნქციონირებს და მოქალაქეთა ხმა აღარ ისმის" - ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)