|
2026-04-22 14:25:21, 2911 ნახვა
პოლიტიკა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის საერთოდ გაუქმების ან არ გაუქმების შემთხვევაში, გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. ბრალდების მხარემ კი პატიმრობის ძალაში დატოვება მოითხოვა. საბოლოოდ, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ პოლიტიკური დევნის და პირადი შურისძიების მსხვერპლია. უფლებადამცველმა მიუთითა, რომ პოლიტიკოსის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას აქვს ადგილი, თუნდაც იმით, რომ ამ დრომდე ელისაშვილი ყველაზე მაღალი რისკის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული.
ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს და ბრალი “სისხლის სამართლის კოდექსის“ 323-ე მუხლით წაუყენეს, რაც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს. 2026 წლის მარტში კი, მას ბრალი მეორე ეპიზოდზე წარედგინა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ალეკო ელისაშვილმა თბილისის სასამართლოს შენობაში ცეცხლის გაჩენა 2025 წლის 4 მაისსაც სცადა.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)