00:45 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-14 14:15:01, 3021 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი: გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 430 დრონი და 68 რაკეტა გაუშვა

გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 430 დრონი და 68 რაკეტა გაუშვა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„რუსების მთავარი სამიზნე კიევის ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, პირდაპირი დარტყმები იყო საცხოვრებელ შენობებზე, სკოლებსა და სამოქალაქო საწარმოებზე. ბოლო მონაცემებით, ოთხი ადამიანი დაიღუპა“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, „რუსების მსგავსი დარტყმები პარტნიორებისთვის შეხსენებაა იმისა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები ყოველდღიური საჭიროებაა“.

„რუსეთი შეეცდება ახლო აღმოსავლეთში ომი გამოიყენოს, რათა აქ, ევროპაში, უკრაინაში კიდევ უფრო მეტი ნგრევა გამოიწვიოს. ამიტომ, შესაბამისად უნდა მოვემზადოთ. ევროპამ საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოება უნდა განავითაროს, კერძოდ ისეთის, რომელსაც ბალისტიკური საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. ევროპას ამ დონეზე დაცვის უზრუნველყოფა შეუძლია“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics