|
2026-03-11 17:10:20, 3110 ნახვა
პოლიტიკა
ფაშინიანი სომხეთის ევროინტეგრაციის მთავარ პრობლემად EU-საქართველოს გაყინულ დიალოგს ასახელებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ევროინტეგრაციისთვის ყველაზე დიდი პრობლემად ასახელებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვას. ფაშინიანის თქმით, სწორედ საქართველოზე გადის სომხეთის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. მისი თქმით, სომხეთი მზად არის იყოს ევროკავშირთან იმდენად ახლოს, რამდენადაც ამას ევროკავშირი ჩათვლის შესაძლებლად. „ახლა, [ევროინტეგრაციის შესახებ] კანონის მიღების შემდეგ, სომხეთში ბევრი კითხულობს, თუ როდის გახდება სომხეთი ევროკავშირის წევრი. ჩვენი პასუხი ნათელია: არცერთ ქვეყანას არ შეუძლია გახდეს ევროკავშირის წევრი ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე“, — განაცხადა ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. შესაბამისად, ფაშინიანის თქმით, სომხეთის ამოცანა არის რეფორმების გზის გაგრძელება და ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების ობიექტურად დაკმაყოფილება. „როცა ეს მოხდება, ორი გზა არსებობს: ან ევროკავშირი მიგვიღებს როგორც სრულუფლებიან წევრს, ან არ მიგვიღებს. ასე ვამბობ იმიტომ, რომ მესმის, ევროკავშირის გაფართოება არ არის მარტივი საკითხი, ასევე, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი. შესაბამისად, თუ ევროკავშირი სომხეთს მიიღებს როგორც სრულუფლებიან წევრს, ძალიან კარგი. თუ არ მიგვიღებს, ჩვენ მაინც მოვიგებთ, რადგან ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს“, — განაცხადა ფაშინიანმა. ამ კონტექსტში ისაუბრა ფაშინიანმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის გაყინვის შესახებ, რაც მისი თქმით, მთავარი წინაღობაა სომხეთისთვისაც. „გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა. საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა. და ჩვენ ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მივიღეთ მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ეს უფრო ხელშესახებს ხდიდა ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების პერსპექტივას და ჩვენი მოლოდინი და თხოვნაა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს სომხეთისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის“, — განაცხადა ფაშინიანმა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)