|
2025-01-19 12:18:02, 3882 ნახვა
სპორტი
რა თანხას მიიღებს მერაბ დვალიშვილი UFC-ის ქამრის შენარჩუნებისთვის?
მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა. UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ოქტაგონზე უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდა და 5 რაუნდიდან დაპირისპირებაში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს ქართველისთვის, კარიერაში პირველი სატიტულო დაცვა იყო. სპორტული გამოცემა thesportster-ზე დაყრდნობით, დვალიშვილი UFC 311-ზე გამარჯვებისთვის საბაზისო ანაზღაურების სახით 500 000 დოლარს მიიღებს. ასევე, ბონუსის სახით 100 000 დოლარს და pay-per-view ტურნირის შემოსავლიდან, სავარაუდოდ, 1.4 მლნ დოლარის ოდენობით. აღნიშნული გამოცემის მიხედვით, ქართველი მებრძოლის შემოსავალი, სავარაუდოდ $2 მილიონი იქნება. რაც შეეხება მის კონკურენტ უმარ ნურმაგომედოვს, სავარაუდოდ, მისი გამომუშავებული თანხა, დაახლოებით $400 000 იქნება, ასევე ბონუსის სახით ის $100 000-ს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ეს ბრძოლა დანა უაითმა "საღამოს საუკეთესო ბრძოლად" დაასახელა, რის შედეგადაც ორივე მებრძოლი დამატებით ბონუსის სახით 50 ათას დოლარს მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ UFC-ის წლის პირველი pay-per-view ტურნირი დღეს, 19 იანვარს კალიფორნიის შტატში, ქალაქში ინგლვუდში, Intuit Dome არენაში გაიმართა. მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქ წონაში ჩემპიონი 15 სექტემბერს გახდა. UFC 306 მაშინ ქალაქ ლას-ვეგასში გაიმართა და ქართველმა მებრძოლმა ოქტაგონზე მოქმედი ჩემპიონი, შონ ომალი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)