|
2015-02-15 16:49:07, 2379 ნახვა
სხვადასხვა
მერია სამუშაო შეხვედრას „თბილისი - გონიერი ქალაქი“ მართავს
თბილისის მერია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "PricewaterhouseCoopers”-ის მხარდაჭერით სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" სამუშაო შეხვედრას „თბილისი - გონიერი ქალაქი“ მართავს. სამუშაო შეხვედრა თბილისის ვიცე–მერმა ალექსანდრე მარგიშვილმა გახსნა. შეხვედრაში მონაწილეობენ თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, მერიის საქალაქო სამსახურებისა და მერიის დაქვემდებარებაში არსებული შპს-ების ხელმძღვანელები და PwC-ის საერთაშორისო ექსპერტები. შეხვედრის მიზანია თბილისისათვის წარმატებულ, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, განვითარების კონცეფციების შემუშავება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა მუნიციპალური სერვისები, საქალაქო ინფრასტრუქტურა, ცხოვრების ხარისხი. შეხვედრის მთავარი თემაა სწრაფი ურბანიზაციის ფონზე, თანამედროვე ქალაქების წინაშე მდგარი გამოწვევები: ქალაქგეგმარების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მყარი ნარჩენების, ამორტიზებული საცხოვრებელი ფონდის და ა.შ. სწორი მართვისა და განვითარების პრობლემები. „დღეს ვხვდებით PwC–ის ექსპერტებს ე.წ. ჭკვიანი ქალაქის კონცეფციაზე სასუბროდ. PwC-ის კონსულტანტები მერიის ხელმძღვანელობას აცნობენ მათ გამოცდილებას სხვადასხვა ქალაქში განხორციელებული პროექტების შესახებ. ეს პროექტები ემსახურებოდა ქალაქების ჭკვიან ქალაქებდ გარდაქმნას, რაც თავის თავში გულისხმობს ქალაქის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, არქიტექტურის, ენერგომოხმარების და ბევრი სხვა მიმართულების მდგრადობის უზრუნველყოფას, უაზრო დანაკარგების მინიმიზაციას ან მთლიანად აღმოფხვრას. გონიერი ქალაქი თავისთავში ასევე მოიაზრებს გზების განტვირთვას, ქალაქის როგორც საცხოვრებელად, ასევე ვიზიტისათვის მაქსიმალურად სასიამოვნო, მიმზიდველ სივრცედ გარდაქმნას, სადაც ხალხს ექნება საშუალება ღირსეულად იცხოვროს და დაისვენოს. ვფიქრობ, რომ ამ არამხოლოდ სასურველია გონიერი ქალაქის კონცეფციის გამოყენება, არამედ აუცილებელიც. ამ მიმართულებით მერის დავალებით რამდენიმე სამსახური მუშაობს მერიაში. ეს შეხვედრაც მიზნად ისახავს, რომ განვსაზღვროთ კონკრეტული ამოცანები, რასაც გვინდა მოვაღწიოთ გონიერი ქალაქის კონცეფციის ფარგლებში და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება თუ როგორ, რა ვადაში და ვისთან პარტნიორობით გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები“,–განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა. სამუშაო შეხვედრა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „თბილისი - საერთაშორისო ქსელებსა და პროექტებში“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)