|
2016-03-02 15:24:31, 981 ნახვა
სხვადასხვა
Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა
Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. მილიარდერების სიის ლიდერი ისევ ბილ გეითსია. მაიკროსოფტის დამფუძნებელი სიის სათავეში უკვე მე-17–ედ მოხვდა მიუხედავად იმისა, რომ მისი ქონება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 4 მილიარდით შემცირდა. მეორე ადგილს 67 მილიარდიანი კაპიტალით ესპანელი ბიზნესმენი, კომპანია Zara-ს მფლობელი ამანსიო ორტეგა იკავებს. სიაში მესამე პოზიციას ინარჩუნებს ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი, რომელსაც სატელეკომუნიკაციო სფეროში მოღვაწე მექსიკელი ბიზნესმენი კარლოს სლიმ ელუ მოყვება. სიის ათეულში მოხვდენენ ონლაინ მაღაზია ამაზონისა და ფეისბუქის დამაარსებლები ჯეფ ბეზოსი და მარკ ცუკერბერგიც. მილიარდერთა სიაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 4,8 მილიარდი დოლარით 298-ე ადგილს იკავებს. ცნობისთის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სია წელს 1 810 გვარისგან შედგება.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)